რა უნდა მოხდეს დღეს, რომ გიორგიმ ევროს ბომბარდირის სტატუსი შეინარჩუნოს? » სპორტის ხაზი

რა უნდა მოხდეს დღეს, რომ გიორგიმ ევროს ბომბარდირის სტატუსი შეინარჩუნოს?

რა უნდა მოხდეს დღეს, რომ გიორგიმ ევროს ბომბარდირის სტატუსი შეინარჩუნოს?
9-07-2024, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე ევრო 2024-ის პირველი ნახევარფინალური მატჩი ესპანეთისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგება, რომლის გამარჯვებულიც ფინალში ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის საუკეთესოს დაელოდება.

როგორც იცით, ტურნირის მოქმედ საუკეთესო ბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეს კონკურენტი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც ჰყავს. შესაბამისად, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში არის ფეხბურთელი, რომლის გოლიც არცერთ შემთხვევაში არ გვაწყობს.

აღნიშნული მოთამაშე ფაბიან რუისი გახლავთ, რომელსაც გასაოცარი ევროპის ჩემპიონატი აქვს. პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველს ტურნირზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ერთი ბურთის გატანა კი მისთვის სავსებით საკმარისი იქნება, რათა გიორგის გადაუსწროს და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდეს.

არაერთი გამოცემის აზრით, რუისი ტურნირის საბოლოო სიმბოლურ ნაკრებში მოხვდება. 28 წლის ფეხბურთელმა გოლი და საგოლე პასი ხორვატიასთან შეხვედრაში მიითვალა, შემდეგ კი ანალოგიური საქართველოსთან მატჩში გააკეთა.

საუკეთესო ბომბარდირთა სია

1. გიორგი მიქაუტაძე, საქართველო (3 გოლი და 1 საგოლე პასი)
2. კოდი გაკპო, ნიდერლანდები (3 გოლი და 1 საგოლე პასი)
3. ჯამალ მუსიალა, გერმანია (3 გოლი)
4. ივან შრანცი, სლოვაკეთი (3 გოლი)
5. ფაბიან რუისი, ესპანეთი (2 გოლი და 2 საგოლე პასი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი