ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას რეიტინგში უკუსვლა განიცადა.
ოქტომბრის სანაკრებო შესვენებაზე, ვილი სანიოლის გუნდი ჯერ უკრაინასთან გასვლაზე დამარცხდა (1:0) და შემდეგ თბილისში ალბანეთთან (0:1).
საქართველომ რეიტინგში 12.66 ქულა დაკარგა და ერთი პოზიციით დაქვეითდა, ამიერიდან ჩვენი ნაკრები 67-ე პოზიციაზე იმყოფება.
რაც შეეხება ერთა ლიგაზე ჩვენს მეტოქეებს, ალბანეთი 66-ე, ჩეხეთი 45-ე ხოლო უკრაინა 25-ე პოზიციებზე იმყოფებიან.