საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში ამჟამად 74-ე პოზიციაზე იმყოფება 1,338.91 ქულით.
იმ შემთხვევაში, თუ ჯვაროსნები დღეს ჩეხებს მოუგებენ, სარეიტინგო ქულა 22.93-ით გაეზრდებათ და 70-ე ადგილზე გადაინაცვლებენ.
ფრის შემთხვევაში 5.43 ქულა მოემატებათ და მხოლოდ ერთი პოზიციით წაიწევენ წინ.
საქართველოს ნაკრები 1998 წელს ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ, 46-ე ადგილზე იყო. მას შემდეგ დიდი რეგრესი განიცადეს და ამ რიცხვთან ახლოსაც კი არ ყოფილან.
2015 წელს ჩვენი ნაკრები 162-ე ადგილზე იყო, მას შემდეგ კი ბლომად ქულები მოიმატა და ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის დიდი შანსია, რეიტინგში საგრძNობლად წავიწიოთ წინ.