ხოსელუ: "ვიცი, სულ სხვა საქართველოს ვიხილავთ!" » სპორტის ხაზი

ხოსელუ: "ვიცი, სულ სხვა საქართველოს ვიხილავთ!"

ხოსელუ: "ვიცი, სულ სხვა საქართველოს ვიხილავთ!"
29-06-2024, 19:31
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ხოსელუმ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსთან გამართული მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა გველოდება. სიკვდილ-სიცოცხლის თამაში იქნება. საქართველოს მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა და სწორი მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ.4

"ვფიქრობ, ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგან ძალიან სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ, განსაკუთრებით კონტრშეტევებისას და მშვენივრად მოგვეხსენება, რა ძნელია ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თამაში. ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ვართ ტურნირის იმ ეტაპზე, რომელზეც ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად უკეთ არიან მომზადებული, რადგან იციან, რომ წაგების შემთხვევაში, სახლში მოუწევთ წასვლა“.


- აღნიშნა ხოსელუმ.

ცნობისთვის, ესპანელებმა არასრული 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრაში 10 გოლი გაგვიტანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი