სპალეტი: "ხვიჩას არავინ იცნობდა, ახლა კი მაღალი დონის ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

სპალეტი: "ხვიჩას არავინ იცნობდა, ახლა კი მაღალი დონის ფეხბურთელია"

სპალეტი: "ხვიჩას არავინ იცნობდა, ახლა კი მაღალი დონის ფეხბურთელია"
28-06-2024, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

ზოგიერთი ურთიერთობის წაშლა შეუძლებელია. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან ისევ მაქვს ურთიერთობა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ერთმანეთს კომპლიმენტები ვუძღვენით. მას არავინ არ იცნობდა, ან ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ახლა ის სამართლიანად ყველას მიერ აღირებულია.

კვარამ ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გაუმკლავდეს. ახლა ჩვენ ისეთი ტოპ-დონის მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, რომელმაც თავისი ფასეულობა დაამტკიცა და კარიერაში დიადი საქმეების კეთება შეუძლია


შეგახსენებთ, რომ სპალეტისთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიამ და ნაპოლიმ ნანატრი სკუდეტო მოიგო. იმ სეზონში ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი