ლიდერები არ ეყოლებათ - რომელი პორტუგალიელი ფეხბურთელები დაისვენებენ საქართველოსთან მატჩში? » სპორტის ხაზი

ლიდერები არ ეყოლებათ - რომელი პორტუგალიელი ფეხბურთელები დაისვენებენ საქართველოსთან მატჩში?

ლიდერები არ ეყოლებათ - რომელი პორტუგალიელი ფეხბურთელები დაისვენებენ საქართველოსთან მატჩში?
26-06-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზერკირხენში, ფელტინს არენაზე, ოთხშაბათს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიის ნაკრებისთვის აღნიშნული დაპირისპირება დიდ დატვირთვას არ ატარებს, რადგან მარტინესის გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპის საგზური განაღდებული აქვს.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, პორტუგალიური გამოცემა, ABOLA საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდუ სილვა, კანსელუ და პეპე დღევანდელი მატჩის ძირითად შემადგენლობაში არ იქნებიან.

ამ ფეხბურთელების გარდა ვიცით ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობიდან მატჩს კრიშტიანო რონალდო დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი