როი კინი: "გეტყვით მიზეზს თუ რამ განავითარა საქართველოს ნაკრები" » სპორტის ხაზი

როი კინი: "გეტყვით მიზეზს თუ რამ განავითარა საქართველოს ნაკრები"

როი კინი: "გეტყვით მიზეზს თუ რამ განავითარა საქართველოს ნაკრები"
29-06-2024, 08:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ირლანდიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის, როი კინის კომენტარი, რომელსაც ის საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ პროგრესზე აკეთებს.

როგორც კინი ამბობს, საქართველოს ნაკრების განვითარება იმ მრავალფეროვანმა არჩევანმა განაპირობა, რაც ჩვენს ნაკრებში უკანასკნელ წლებში არსებობს:

პორტუგალიასთან საქართველომ ყველაფერი აჩვენა, რასაც კი გუნდური პერფორმანსისთვის მოითხოვდით: ბრძოლა, სურვილი, ენერგია და სათამაშო ხარისხი. დიახ, ხარისხიც, რომელიც საქართველომ კარგად წარმოაჩინა.

მათ კონტრშეტევებზე ითამაშეს, ამისთვის კი საქართველოს არაერთი ფეხბურთელი ჰყავს. ისინი ფანტასტიკურები იყვნენ და დამსახურებულად გავიდნენ პლეიოფში საუკეთესო საღამოს შემდეგ.

ასეთმა ქვეყნებმა ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი ნახეს, ეს მოგება კი საქართველოს წინსვლის მთავარი გამომხატველი მატჩია. ისინი წარმატებასთან ყოველთვის ახლოს იყვნენ, რადგან დამატებითი ხარისხი ჰქონდათ, რაც სხვებს არ გააჩნდათ.

ბოლო წლებში შემტევი ფეხბურთელების დონემ საქართველოში ძალიან აიწია, რაც ნაკრების წარმატებაზეც აისახა.

- ამბობს ირლანდიელი ლეგენდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველი პლეიოფის შეხვედრას ესპანეთთან 30 ივნისს გამართავს, რომელიც ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი