საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზერკირხენში, ფელტინს არენაზე, ოთხშაბათს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.
მატჩამდე ტრადიციულად სტატისტიკური სააგენტოს (Opta-ს) სუპერკომპიუტერმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა. ევრო 2016-ის გამარჯვებულმა სიმულაციების 75.8 პროცენტში გამარჯვება მოიპოვა, ვილი სანიოლის გუნდმა 10.4-პროცენტში, ხოლო ფრედ 13.8 პროცენტი დასრულდა.
Opta ასევე დასძენს, რომ გიორგი მამარდაშვილს პორტუგალიასთან რთული სამუშაო ელოდება. პორტუგალიურ პრესაში იწერება, რომ "სელესაოს" თავკაცი, რობერტო მარტინესი გუნდის გადახალისებას გეგმავს, რადგან პორტუგალიას ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა განაღდებული აქვს.