"ხვიჩა ინტელექტუალი ფეხბურთელია" - ლუის ენრიკეს კომპლიმენტები კვარას » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ინტელექტუალი ფეხბურთელია" - ლუის ენრიკეს კომპლიმენტები კვარას

"ხვიჩა ინტელექტუალი ფეხბურთელია" - ლუის ენრიკეს კომპლიმენტები კვარას
გუშინ, 18:08
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენს ლივერპულთან მატჩამდე ლიგა 1-ში თამაში აქვს ჩასატარებელი, მეტოქე კი ლილი იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ყოველთვის, ის კვარაზე საუბრის გარეშე არ დაუტოვებია.

ხვიჩა კვარაცხელია ინტელექტუალი ფეხბურთელია და მან კარგად იცის თუ როგორ აუღოს ალღო ჩვენს თამაშს. მას ჩვენთან შესაგუებლად დროს და სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, რათა საკუთარი უნარები კარგად გამოავლინოს. ჩვენ პატივს ვცემთ მის საფეხბურთო შესაძლებლობებს.

- ამბობს პსჟ-ის მწვრთნელი.

ცნობისთვის, პარიზისა და ლილის დაპირისპირება კვირას, ჩვენი დროით 00:05 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი