გავი და ხვიჩა თანაგუნდელები გახდებიან - რა გიჟური ინფორმაცია ვრცელდება მედიაში » სპორტის ხაზი

გავი და ხვიჩა თანაგუნდელები გახდებიან - რა გიჟური ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

გავი და ხვიჩა თანაგუნდელები გახდებიან - რა გიჟური ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
დღეს, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას განცხადებით, პაბლო გავი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებიც არ იყიდებიან, თუმცა არის შანსი, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს.

როგორც იცით, გავიმ მძიმე დაზიანება 2023 წელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიიღო, მას შემდეგ კი ფეხბურთელს ბევრი გაუცდა და მინდორზე სულ ახლახანს დაბრუნდა, თუმცა ძველებური ფორმის აღდგენა აშკარად უჭირს.

ამას ემატება ისიც, რომ ბარსელონას შესანიშნავად შეეწყო დანი ოლმო, ამ ყველაფრით კი სარგებლობას კვარას პარი სენ-ჟერმენი აპირებს.

იმის ფონზე, რომ გავი არაოპტიმალურ ფორმაშია და ოლმოც თავს შესანიშნავად გრძნობს, პარიზელებმა დააპირეს, რომ ბარსელონას გავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზონ, ფინანსები კი ბარსასთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამდენად, შესაძლებელია, რომ ზაფხულში გავი და კვარა თანაგუნდელები გახდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი