საქართველოს სახელით მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე საქებარ კომენტარს აკეთებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპორტსმენი ასეთი წარმატების შემდეგ არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია. სიმართლე გითხრათ დიდი სურვილი მაქვს, ხვიჩა პირადად გავიცნო.
პირველ რიგში ის ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს უმნიშვნელოვანსია სპორტსმენისთვის. ასეთი ადამიანის ყველაფერი გამიხარდება და არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრს.
ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.
- თქვა ტალახაძემ.