ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, გრემ ბეილი გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერზე ასეთ კომენტარს აკეთებს:
ჯერაც არ ისმის ლივერპულისგან 100-პროცენტიანი დასტური, რომ გიორგი მამარდაშვილს პირველივე სეზონში სასტარტო მეკარის სტატუსს მიანიჭებენ. შესაბამისად, არის შანსი, რომ ის კვლავ გაანათხოვრონ.
მამარდაშვილისგან არ ველი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წელს მეორე ნომრად თამაშს დასთანხმდეს. ვფიქრობ, რომ თუ ალისონი გუნდში დარჩება, მაშინ ქართველს იჯარით გაუშვებენ და კარგი იქნება თუ გიორგის ხელფასს გადამყვანი გუნდი დაფარავს. ასე ორივე მხარე ისარგებლებს.
- თქვა ჟურნალისტმა.