UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ლეგენდამ დომინიკ კრუზმა ილია თოფურია-ისლამ მახაჩევის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ქართველ მებრძოლს რჩევა მისცა.
"თოფურიას საჭირო უნარები აქვს, რათა მახაჩევი დაამარცხოს - ვფიქრობ, დგომში უნდა დარჩეს და დისტანცია შეინარჩუნოს, პარალელურად კი ისლამს მუდმივად შეუტიოს. თუ მოჭიდავე წნეხში გყავს, მისთვის რთული ხდება საჭირო მომენტის პოვნა თეიქდაუნის შესასრულებლად.
თუ ილია ამ ყველაფერს მოახერხებს, მას წარმატების კარგი შანსი ექნება", - განაცხადა კრუზმა.