ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის ყოფილმა მეტოქემ ალექს ვოლკანოვსკიმ ამ ორი მებრძოლის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ილია საშიში მებრძოლია და ყველას დანოკაუტება შეუძლია. მას ერთი შეხება სჭირდება ისლამის გასათიშად.
1 დარტყმით გათიშვა ბევრს შეუძლია, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი მაინც ილიას აქვს", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.
ცნობისთვის, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი სატიტულო ქამრისთვის სწორედ დიეგო ლოპეს დაუპირისპირდება, რადგან ილია თოფურიამ ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა.