საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მნიშვნელოვანი თამაშის მოგებას შეეცდება.
შეხვედრამდე ორი დღით ადრე კი ანალიტიკურმა გვერდმა, Opta-მ ამ მატჩის 10 000 სიმულაცია ჩაატარა და საქართველო-ჩეხეთის მატჩში ფავორიტი დაასახელა.
გამოცემის პროგნოზის მიხედვით, 45.3 პროცენტში გამარჯვება ჩეხეთს დარჩა, ხოლო 29.5 პროცენტში ჯვაროსნებმა მოიგეს. 25.2 პროცენტი კი ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში პირველ ადგილზე (ბურთების შეფარდების მიხედვით) თურქეთის ნაკრებია. მეორეზე პორტუგალია (იმავე ქულებით), უქულოდ კი ჯერჯერობით ჩეხეთი და საქართველო არიან.