დღეს, 23 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ "მონპელიე" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
ზურიკო მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ და მოედანი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით 87-ე წუთზე დატოვა.
Sofascore ახალგაზრდა ქართველი შემტევის ასპარეზობას დღევანდელ შეხვედრაში 10-ბალიანი სისტემით 6,5 ქულით აფასებს.