დღეს, 23 ნოემბერს, ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" ბუნდესლიგა 2-ის მე-13 ტურის შეხვედრაში "ფიურტს" ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
სტუმართა ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო, 46 წუთზე გოლიც გაიტანა და მოედანი მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დატოვა.
Sofascore ბუდუს დღევანდელ ასპარეზობას 10-ბალიანი სისტემით 7,5 ქულით აფასებს.