სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბუნდესლიგა 2-ის შეხვედრა, რომელშიც ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ბრაუნშვაიგს ესტუმრა და ქულებიც დაკარგა.
აღნიშნული მატჩის მასპინძელმა მეტოქეს ორი ბურთი გაუტანა და სოლიდური სხვაობით, 2:0 მოიგო.
ამ მატჩის წაგებით ქართველი ფეხბურთელის გუნდი გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში მე-10 ადგილს 28 ქულით იკავებს.
რაც შეეხება თავად ბუდუ ზივზივაძეს, მან მატჩი სასტარტო XI-დან დაიწყო და მინდორზე 72 წუთის განმავლობაში გაჩერდა, რა დროშიც მას 6.6 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.