გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში ბუდუ ზივზივაძეს კარლსრუე მომდევნო შეხვედრას ხვალ, 15:00 საათზე ბრაუნშვეიგის წინააღმდეგ გამართავს.
ამავე მატჩის წინ, კარლსრუეს დამრიგებელმა, კრისტიან აიხნერმა ისაუბრა, რომელმაც კომენტარი ქართველი ფეხბურთელის შესახებაც გააკეთა:
"ვფიქრობ, მისთვის ეროვნულ გუნდში დაბრუნება მნიშვნელოვანი და პროდუქტიული რამდენიმე ფაქტორის გამო იყო. პირველ რიგში, მან საქართველოში სათამაშო წუთები მიიღო, ეს კი ბუდუსთვის ფსიქოლოგიურად საჭირო იყო. გარდა ამისა, მან ოჯახის წევრები მოინახულა, რაც ფეხბურთელზე ყოველთვის დადებითად აისახება ხოლმე. მისი განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯით ბედნიერი ვარ." - თქვა აიხნერმა
ცნობისთვის, ბუდუ ზივზივაძის გუნდი ბუნდესლიგა 2-ის მე-9 პოზიციას 34 ქულით იკავებს.