Transfer News : 'დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ვიხილავთ' » სპორტის ხაზი

Transfer News : 'დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ვიხილავთ'

Transfer News : 'დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ვიხილავთ'
17-12-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს, ბუდუ ზივზივაძეს ისევ 'უიპეშტი' ვიხილავთ, ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Transfer News-ი ავრცელებს.

"სავსებით შესაძლებელია, რომ შობის დღესასწაულზე უიპეშტის გულშემატკივრებმა სასიამოვნო სიურპრიზით გაიხარონ. მეწამულ-თეთრ კლუბსა და ფეჰერვარს შორის ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო. 28 წლის თავდამსხმელი უიპეშტში ერთი წლის წინ იჯარით გადავიდა, სადაც უაღრესად წარმატებული პერიოდი გაატარა, ამიტომ გუნდი მის დაბრუნებას აქტიურად ცდილობს.

Transfer News : 'დიდი ალბათობით ქართველ ფეხბურთელს ახალ გუნდში ვიხილავთ'

ბუდუს 'უიპეშტის' რიგებში საოცრად გამოიყურებოდა

ჯერჯერობით უცნობია, იქნება ეს იჯარა თუ სრულფასოვანი ხელმოწერა, ზივზივაძეს ფეჰერვართან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, ამიტომ transfermark-ის მიერ 800 000 ევროდ შეფასებული ფეხბურთელი კონტრაქტის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმებას მხოლოდ ზაფხულში შეძლებს." - ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე 'უიპეშტში' 2022 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა, სადაც 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა და გულშემატკივართა ფავორიტიც გახდა.

ზაფხულში ზივზივაძე ისევ 'ფეჰერვარში' დაბრუნდა, სადაც ყველაფერი კარგად დაიწყო - ქართველმა საწყის 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდის გულშემატკივრებთან მომხდარი უთანხმოების გამო, 28 წლის ფორვარდი 'ფეჰერვარის' სარეზერვო გუნდში დააქვეითეს და რამაც ბუდუს კლუბის დატოვებისკენ უბიძგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი