ბოლოს მარტო რონალდო დარჩებათ - პორტუგალიას შეტევაში უამრავი ხალხი აკლია » სპორტის ხაზი

ბოლოს მარტო რონალდო დარჩებათ - პორტუგალიას შეტევაში უამრავი ხალხი აკლია

ბოლოს მარტო რონალდო დარჩებათ - პორტუგალიას შეტევაში უამრავი ხალხი აკლია
25-06-2024, 12:14
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს გამართავს, მეტოქე კი პორტუგალია იქნება.

როგორც დაიწერა, რობერტო მარტინესი აპირებს, რომ ძირითადი XI-ის ფეხბურთელები დაასვენოს და შანსი ისეთ მოთამაშეებს მისცეს, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ. მიუხედავად ამისა, CNN Portugal-მა დაწერა, რომ რობერტო მარტინესის გუნდში დიდი ტრავმიანობაა და შეტევით ფაზაში პორტუგალიელებს არც თუ პატარა დანაკლისი ექნებათ.

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდნენ ლივერპულის დიოგო ჟოტა და პარი სენ-ჟერმენის გონსალო რამოში. გარდა ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოსთან მატჩს რაფა ლეაუ ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს, შესაბამისად, რობერტო მარტინესს შეტევაში სამი გამორჩეული ფეხბურთელი დააკლდება.

თუ ვივარაუდებთ, წესით, მარტინესმა თავდასხმაში ფელიში, რონალდუ და ბერნარდუ სილვა უნდა დააყენოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ პორტუგალიის თავკაცი როტაციას გეგმავს, არის შანსი, რომ ჩვენს წინააღმდეგ სასტარტოს ფეხბურთელებიდან მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ ითამაშოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი