პორტუგალიის ნაკრებში კონფლიქტი მწიფდება? - რა ხდება მეტოქის ბანაკში » სპორტის ხაზი

პორტუგალიის ნაკრებში კონფლიქტი მწიფდება? - რა ხდება მეტოქის ბანაკში

პორტუგალიის ნაკრებში კონფლიქტი მწიფდება? - რა ხდება მეტოქის ბანაკში
24-06-2024, 13:33
Aa Aa
გაზიარება:

შემადგენლობის თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი მეტოქე პორტუგალია ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რობერტო მარტინესს თითო პოზიციაზე ორი შესანიშნავი არჩევანი აქვს, რაც მის გუნდს საოცარ მრისხანებას ანიჭებს.

მიუხედავად ამისა, როგორც მონეტას აქვს ორი მხარე, ისეა პორტუგალიის ნაკრებშიც. საქმე ისაა, რომ სკამზე არაერთი ვარსკვლავი რჩება, რაც მათ უკმაყოფილებას და ბრაზს იწვევს.

მაგალითისთვის, ასეთი ერთ-ერთი ბარსელონას ჟოაუ ფელიში გახლავთ, რომელსაც სასტარტოობის პრეტენზიები აქვს, თუმცა პირველ ორ შეხვედრაში არცერთი წუთით არ უთამაშია, რაც მის განწყობაზეც აისახება, - იხილეთ ფოტო

პორტუგალიის ნაკრებში კონფლიქტი მწიფდება? - რა ხდება მეტოქის ბანაკში


მაშინ როცა ტურნირში აქტიურად ჩართული ფეხბურთელები ღიმილით გადაადგილდებიან, ფელიშს სახეზე ბედნიერების არაფერი ეტყობა, რაც ლოგიკურია, რადგან პორტუგალიელ გარემარბს არც ისე პატარა ეგო და თვითმოყვარეობის შეგრძნება აქვს.

სხვათა შორის, არცერთი წუთი არ უთამაშია პარი სენ-ჟერმენის გონსალო რამოშსაც, რომელიც პორტუგალიის ნაკრების მთავარ 9-იანად მოაზრებოდა, უთამაშებლობით გამოწვეული აგრესია კი უკვალოდ რომ არ გაქრება, ამას აღნიშვნაც კი არ სჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი