Foot Mercato: "გიორგი ტურნირის აღმოჩენაა, მის დასამატებლად ბევრი იბრძოლებს" » სპორტის ხაზი

Foot Mercato: "გიორგი ტურნირის აღმოჩენაა, მის დასამატებლად ბევრი იბრძოლებს"

Foot Mercato: "გიორგი ტურნირის აღმოჩენაა, მის დასამატებლად ბევრი იბრძოლებს"
25-06-2024, 11:44
Aa Aa
გაზიარება:

Foot Mercato გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. როგორც ვკითხულობთ, ქართველი ევრო 2024-ის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა და მისით ზაფხულში არაერთი გრანდი იქნება დაინტერესებული.

საქართველოს მეკარე წარმატებით სვლას და შთაბეჭდილების მოხდენას კვლავ აგრძელებს. გიორგი მამარდაშვილზე სეზონის დასრულების შემდეგ ბევრს ილაპარაკებენ.

ვალენსიას მეკარემ თურქეთთან და ჩეხეთთან ჯამში 15 მოგერიება დააგროვა. 23 წლის მეკარე სტატუსს სულ უფრო და უფრო მეტად იმაღლებს.

გიორგის ვალენსიასთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მის დასამატებლად ზაფხულშივე იბრძოლებენ. მამარდაშვილის ტრანსფერით ჩელსი, ატლეტიკო, ინტერი, ნიუკასლი და სხვები ინტერესდებოდნენ, ეს სიმპათია კი ევროს შემდეგ ისევ განახლდება.

- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ჩეხეთთან 11 დარტყმის მოგერიება შეძლო, რის გამოც ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი დაასაჩუქრეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი