გიორგი მამარდაშვილის დასამატებლად ორი ევროპული გრანდი - ნიუკასლი და ჩელსი იბრძვიან.
ორივე გუნდის ინტერესი დადასტურებულია, თუმცა ახლა ყველაფერი მოლაპარაკებების დაწყებაზე და სარფიან შეთავაზებაზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილი გამოცემა, Evening Standard-ი წერს, "ლურჯები" ქართველისთვის ბრძოლაში არაფრის დათმობას არ აპირებენ და მზად არიან "კაჭკაჭებს" დიდი წინაააღმდეგობა გაუწიონ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კიპერს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.