კამერუნის ეროვნული ნაკრების ყოფილი რუსი სპეციალისტი, ვალერი ნეპომნიაში ამბობს, რომ საქართველოსთვის ევრო 2024 დასრულებულია.
მისი თქმით, ეროვნული ნაკრების პორტუგალიის დამარცხებისა და პლეიოფში კვალიფიცირების შანსები ნულის ტოლია:
ნულს უდრის შანსი იმისა, რომ საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდეს. გარდა ამისა, ვიტყოდი იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდ ზეწოლას ვერ გაუმკლავდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.
- თქვა ნეპომნიაშმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს გამართავს, მეტოქე კი პორტუგალია იქნება.