ჩელებაძე : "მამარდას ფასი გაორმაგდება, ლობჟანიძეს კი დამშვიდებასს ვურჩევ" » სპორტის ხაზი

ჩელებაძე : "მამარდას ფასი გაორმაგდება, ლობჟანიძეს კი დამშვიდებასს ვურჩევ"

ჩელებაძე : "მამარდას ფასი გაორმაგდება, ლობჟანიძეს კი დამშვიდებასს ვურჩევ"
24-06-2024, 18:22
Aa Aa
გაზიარება:

ჩეხეთთან მატჩის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილზე მთლიანი საფეხბურთო მედია საუბრობს. მამარდა მართლაც გამორჩეული იყო - 11 სეივი, ლიდერული თვისებები და მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული ქულის მოპოვებაში.

მედიაში ასევე ბევრს საუბრობენ ლაბა ლობჟანიძეზეც, რომელსაც ბოლო წუთებზე ჩეხეთთან მატჩში იდეალური შანსი ჰქონდა ნაკრებისთვის სამი ქულა მოეტანა და მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლაში უდიდესი ნაბიჯი გადაგვედგა.

ამ ორ ფეხბურთელზე ლეგენდარულმა ქართველი ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემაც "პირველ არხთან| ისაუბრა, რომელიც "ჯვაროსნების" საგულშემატკივროდ რამდენიმე დღის წინ გერმანიაში ჩავიდა.

იღბალი არ გვწყალობდა პირველ მატჩში, მეორეში კი იღბალი ჩეხებს მამარდაშვილმა წაართვა, მაგრამ ბოლო წამებზე ისევ ჩვენ არ გაგვიღიმა, თორემ 1/8-ფინალში ვიყავით გასულები.

ჩეხები გამოცდილები არიან და კლასი აჩვენეს. ყველასთან ბოდიში, მაგრამ 70 პროცენტი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომ ქულა მოვიპოვეთ – საქართველოში ბევრი კარგი და ძლიერი მეკარე მინახავს, მაგრამ დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ ნაკრებში მეკარის ასეთი თამაში არ მახსოვს.

გიორგი ახლა გამორჩეულია არა მხოლოდ ქართველებში, არამედ მსოფლიოში და ეს გადაჭარბებული სიტყვები არ არის – ეს ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა. ამ დონის ტურნირზე ასე რომ თამაშობს, უზომოდ მეამაყება. დარწმუნებული ვარ, მისი ფასი გაორმაგდება და ძალიან მაღალი დონის გუნდში გადავა.

სასწაული ხდებოდა, საბა ლობჟანიძეს რომ გაეტანა. ახლა აჯობებს, დაწყნარდეს. ასეთივე და უარესიც მომივიდა ერევნის არარატთა“. მე რიგით მატჩში ბევრად ადვილად გასატანი ბურთი გავაფუჭე, მაგრამ ამან უფრო გამზარდა. საბას მივმართავ – ამ მატჩს სხვა დატვირთვა ჰქონდა და იცოდეს, უარესებიც მომხდარა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მომენტი კიდევ ჩაუვარდება და აუცილებლად გაიტან


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მონაგარი ჯგუფურ ეტაპზე ჯერჯერობით 1 ქულაა. მომდევნო შეხვედრას "ჯვაროსნები" 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი