ჩეხეთთან ფრესთვის - რამდენს მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია » სპორტის ხაზი

ჩეხეთთან ფრესთვის - რამდენს მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ჩეხეთთან ფრესთვის - რამდენს მიიღებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
24-06-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე იმ ფულადი პრიზების შესახებაა გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელთა გამოც ბრძოლა 24-ვე ნაკრებს მოუწევს.

როგორც ვკითხულობთ, ტურნირზე უბრალო მონაწილეობისთვის თითოეული ნაკრების ფედერაცია ცხრა მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, მიღწეული გამარჯვებისთვის ყველა მათგანს დამატებით მილიონი ევრო გაეგზავნება, ფრის შემთხვევაში კი ნახევარი მილიონი.

ამდენად, საქართველო ჩეხეთთან ნათამაშები 1:1-ისთვის 500 000 ევროს მიიღებს და ჯერჯერობით უცნობია თუ რაში იქნება ეს თანხა გამოყენებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი