VIDEO: კატის რეფლექსები აქვს - ასე გახდა მამარდაშვილი მსოფლიო დონის მეკარე » სპორტის ხაზი

VIDEO: კატის რეფლექსები აქვს - ასე გახდა მამარდაშვილი მსოფლიო დონის მეკარე

VIDEO: კატის რეფლექსები აქვს - ასე გახდა მამარდაშვილი მსოფლიო დონის მეკარე
24-06-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე საქართველო არც ისე ცუდად თამაშობს. შესაძლოა, პოტენციური 6 ქულიდან მხოლოდ 1 ავიღეთ, მაგრამ არაერთმა უცხოელმა ექსპერტმა თუ უბრალო გულშემატკივარმა დაწერა, რომ ეროვნული ნაკრების მატჩების ყურება ერთი სიამოვნებაა.

ეჭვი არაა, რომ საქართველოს რიგებში ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია, რომელსაც ჩეხეთთან სრული ბენეფისი ჰქონდა. საქართველოსა და ვალენსიას მეკარემ 11 მოგერიება მიითვალა და უმაღლესი შეფასებებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ვარჯიშობდა გიორგი მსოფლიო დონის მეკარის სტატუსის მიღებისთვის და რამდენად კარგი იყო ქართველი მეკარე ვალენსიასთან ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში, - იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ზე ბოლო შეხვედრას პორტუგალიასთან 26 ივნისს გამართავს, სადაც მამარდაშვილის კარგი თამაში აუცილებლად დაგვჭირდება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი