corriere-ს დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩა სწრაფად უნდა გაყიდოს და ის მოიყვანოს" » სპორტის ხაზი

corriere-ს დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩა სწრაფად უნდა გაყიდოს და ის მოიყვანოს"

corriere-ს დირექტორი: "ნაპოლიმ ხვიჩა სწრაფად უნდა გაყიდოს და ის მოიყვანოს"
23-06-2024, 19:44
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემის corriere dello Sport-ის დირექტორმა ივან ძაძარონიმ დღევანდელ გამოცემაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "ნაპოლის" რჩევა მისცა.

"ესპანეთსა და ხორვატია შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ საშუალოდ ესპანელთა ასაკი ახალგაზრდულია, ხორვატები ასაკოვანნი არიან, მაგრამ ასევე უფრო გამოცდილები და ესპანელებზე გაცილებით ნელა მოქმედებენ.

"მაგალითად, დალიჩის გარემარბები არ არიან ისეთივე სწრაფები როგორც მაგალითად ნიკო და იამალა. მე რომ აურელიო დე ლაურენტისის ადგილზე ვიყო, კვარას პსჟ-ში 100 მილიონ ევროდ გავყიდიდი და მოხარული ვიქნებოდი თუ ნიკოს 55 მილიონად ვიყიდი, ნიკოს გამოსასყიდი თანხა სწორედ 55 მილიონია. ნიკომ ჯოვანი დი ლორენცო აშკარად დაჩაგრა."

- აღნიშნა ივან ძაძარონიმ.

ცნობისთვის, "პსჟ"-ს ხვიჩას გადაბირება 110 მლნ ევროდ სურს, მაგრამ "ნაპოლი" ქართველ ფეხბურთელს ცოცხალი თავით არ თმობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი