აგდებულად აღარავინ გვიყურებს - სუპერკომპიუტერმა ესპანეთთან დიდი პროცენტი მოგვცა! » სპორტის ხაზი

აგდებულად აღარავინ გვიყურებს - სუპერკომპიუტერმა ესპანეთთან დიდი პროცენტი მოგვცა!

აგდებულად აღარავინ გვიყურებს - სუპერკომპიუტერმა ესპანეთთან დიდი პროცენტი მოგვცა!
27-06-2024, 16:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენაა. ტურნირზე რეიტინგში ჩვენზე დაბლა მყოფი ნაკრები არც კი მოიძებნება და მაინც შევძელით, რომ საკმაოდ რთული ჯგუფიდან გავსულიყავით, თანაც ისე, რომ ბევრი უცხოელი გულშემატკივრის გული მოგვეგო.

ეროვნული გუნდი ევროს 1/8-ფინალში ტურნირის ყველაზე გამართულად მოთამაშე გუნდს, კერძოდ ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთს შეხვდება, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ 1-7 დაგვამარცხა!

მიუხედავად იმ წაგებისა, საქართველომ პროგრესისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა და საოცარი სვლა შემოგვთავაზა, რის გამოც Opta-ს ხელოვნური ინტელექტი იოლად გადასალახავ წინაღობად სულ არ აღგვიქვამს.

როგორც ანალიტიკური ცენტრი აქვეყნებს, საქართველოს ესპანეთის დამარცხებისა და ტურნირის 1/4-ფინალში გასვლის არა 1 და 2 (როგორც აქამდე იყო), არამედ მთელი 17.9% აქვს, რაც ჩვენს რეალობაში საკმაოდ დიდი მაჩვენებელია!

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 30 ივნისს გაიმართება.

აგდებულად აღარავინ გვიყურებს - სუპერკომპიუტერმა ესპანეთთან დიდი პროცენტი მოგვცა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი