"რომას" ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საკუთარ თავს არ ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ მასზე უარყოფითად პსჟ-სთან დაკავშირებულმა სატრანსფერო ჭორებმა იმოქმედა.
"მისი გონება აშკარად გაფანტულია და ფეხბურთზე უფრო მეტად ტრანსფერზე ფიქრობს - სწორედ ამით არის განპირობებული სუსტი ასპარეზობა.
მე კარგად ვიცნობ ფეხბურთელის ფსიქოლოგიას და ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორი ცუდია მნიშვნელოვანი ტურნირის წინ მსგავსი სახის სპეკულაციების მოსმენა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით."
- აღნიშნა თეთრაძემ.
ჩეხეთთან დაპირისპირებაში ვილი სანიოლიმ თურქეთისგან განსხვავებით კვარაცხელია მოედანზე სრულად არ ათამაშა და მეორე ტაიმში შეცვალა, რადგან იგი პოტენციალს სრულიად ვერ ავლენდა.