ნაპოლი ბარსელონას ფეხბურთელით ძლიერდება? | დეტალები » სპორტის ხაზი

ნაპოლი ბარსელონას ფეხბურთელით ძლიერდება? | დეტალები

ნაპოლი ბარსელონას ფეხბურთელით ძლიერდება? | დეტალები
8-11-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ლუჩანო სპალეტიმ კატალონიის "ბარსელონადან" ჟორდი ალბა დაიმატოს, რომელიც ჩავის გეგმებში აღარ შედის. ესპანელებს მარცხენა მცველის პოზიციაზე ნიჭიერი ბალდე ეზრდებათ, ხოლო სარეზერვოდ მარკოს ალონსოც დაიმატეს. ამდენად, ჟორდის ახალი კლუბის ძებნა უწევს, "ნაპოლი" კი ერთ-ერთი ვარიანტია.

დაიწერა, რომ ესპანელ განაპირა მცველს შემოთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ კი "ინტერ მაიამისგან" ჰქონდა, თუმცა ალბას ევროპაში დარჩენა და სხვა კლუბის ძიება ურჩევნია.

ახლა, ჩავის მთავარი მიზანი ისაა, რომ ჟორდი ალბა ან სხვა კლუბში გაყიდოს, ან თუნდაც იჯარით უფასოდ გაუშვას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი ალბას იჯარით უფასოდ წაიყვანს, მას მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასის გადახდა მოუწევს.

როგორც იცით, ნეაპოლურ გუნდში ალბას პოზიციას მარიო რუი და მატიას ოლივერა ავსებენ. საინტერესოა, იქნება თუ არა თანახმა ლუჩანო სპალეტი ჟორდი ალბას სასტარტო შემადგენლობაში დაყენებაზე..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.