თორნიკე შეგგელია ახლოს არის ვირტუსის დატოვებასთან Corriere Dello Sport-ის ცნობით საქართველოს ნაკრების კაპიტას, ახალი სეზონიდან სხვა კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. შენგელიათი ევროლიგის ტოპ კლუბები ინტერესდებიან; რეალ მადრიდი, პანათინაიკოსი, ცერვენა ზვეზდა და ბასკონია.
ეს ის ოთხი გუნდი ვინც იჩენს ინტერესს თორნიკეს მიმართ, ქართველი კალათბურთელი წლების მანძილზე უკვე იცავდა ბასკონიას ღირსებას და ბასკეთი მისთვის კარგად ნაცნობი ადგილია. რამოდენიმე სეზონის წინ პანათინაიკოსი იყო დაინტერესებული მისი დამატებით, მაგრამ არჩევანი მოთამაშემ იტალიურ კლუბზე შეაჩერა.
შენგელიას წლიური ანაზღაურება 2 მილიონი ევროა, რაც ევროპაში მას, ტოპ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მოთამაშედ ხდის. ვირტუსს სახელფასო ჭერის შემცირება სურს და დიდია იმის შანსი, რომ ახალი სეზონიდან თორნიკე შენგელია ახალ კლუბში ვიხილოთ.