ალვარო მორატა ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე გადავიდა » სპორტის ხაზი

ალვარო მორატა ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე გადავიდა

ალვარო მორატა ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მესამეზე გადავიდა
16-06-2024, 14:04
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ B ჯგუფის შეხვედრაში ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთმა ზლატკო დალიჩის ხორვატიას დიდი ანგარიშით, 3:0 მოუგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

პირველი ბურთი ხორვატებს მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა, ალვარო მორატამ გაუტანა, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადავიდა.

მოგეხსენებათ, რომ პირველ პოზიციას კრიშტიანუ რონალდუ 14 გოლით იკავებს, მეორეზე კი მიშელ პლატინი 9 გატანილი გოლითაა.

რაც შეეხება ალვარო მორატას, ის მესამე ადგილს 7 გოლით ინგლისელ ალან შირერთან და ფრანგ ანტუან გრიზმანთან ერთად იყოფს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი