მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი მედიასთან საუბრისას რასიზმის პრობლემას შეეხო, რომლის მოგვარებაც, მისი აზრით, სკოლებიდან უნდა იწყებოდეს:
"საზოგადოება ზედმეტად რასისტულია, რაც ბოლო პერიოდში რომელუ ლუკაკუს მიმართ წარმოქმნილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით დასტურდება. მთელი საფეხბურთო ელიტა ცდილობს, რომ ეს პრობლემა მინდორზე არ გამოჩნდეს, თუმცა ეს არც ისე იოლი საკითხია."
"როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ამის შესახებ გამოკვეთილი იდეა არ მქონია, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი, რომ მასთან ბრძოლა სკოლის ასაკიდან უნდა იწყებოდეს, რათა ბავშვები არასწორი აზროვნებით არ გაიზარდონ."
"არ მიმაჩნია, რომ იტალია ან თუნდაც საფრანგეთი რასისტული ქვეყნები არიან. ზუსტად ვიცი, რომ მასთან ბრძოლა როგორც ერთს, ისე მეორეს სურს." - მიშელ პლატინი