საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში "ავჭალის" სტადიონზე ინგლისს დაუპირისპირდა.
პირველი შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ბრიტანელები ანგარიშით, 45:17 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, ეთლონ სთედიუმზე ავსტრალიის წინააღმდეგ თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავენ.
4 ივლისს, შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16:00 საათზე დენი ქრეივენზე ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, 18:30 საათზე ასევე დენი ქრეივენზე იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.