მერაბ დვალიშვილი: "იმ ერთმა წაგებამ ჭკუა მასწავლა და ტაქტიკაც ამიტომ შევცვალე" » სპორტის ხაზი

მერაბ დვალიშვილი: "იმ ერთმა წაგებამ ჭკუა მასწავლა და ტაქტიკაც ამიტომ შევცვალე"

მერაბ დვალიშვილი: "იმ ერთმა წაგებამ ჭკუა მასწავლა და ტაქტიკაც ამიტომ შევცვალე"
12-06-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რიკი საიმონთან გამართული ბრძოლა გაიხსენა. იმ დაპირისპირებაში მერაბი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, არადა ქართველს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა.

2018 წლიდან მერაბი დეტალებს იხსენებს და ამბობს თუ რატომ გადაწყვიტა საბრძოლო ტაქტიკის სამუდამოდ შეცვლა:

რიკი მაგარი ბიჭი იყო, მაგარი მებრძოლი. მასთან კარგი ბრძოლა გამოვიდა. მე მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდი და ბოლოსკენ მისი დაფინიშება მოვინდომე, თუმცა კისერი ოქტაგონს ძლიერად დავარტყი, შემდეგ კი ბრძოლა მახრჩობელა ილეთით წავაგე.

იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოწინააღმდეგის დაფინიშება არასდროს მეცადა, რადგან ანალოგიური წაგება არ მიმეღო.

- ამბობს მერაბ დვალიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი