ევროპის ჩემპიონატის ყველა რეკორდი » სპორტის ხაზი

ევროპის ჩემპიონატის ყველა რეკორდი

ევროპის ჩემპიონატის ყველა რეკორდი
8-06-2024, 19:33
Aa Aa
გაზიარება:

გთავაზობთ ევროპის ჩემპიონატის ყველა რეკორდს, რომელიც ტურნირის განმავლობაში დამყარებულა.

ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში - 1960 წლის გახსნით მატჩი იუგოსლავიასა და მასპინძელ საფრანგეთს შორის, რომელიც სტუმრების გამარჯვებით 5-4 დასრულდა.

ამის შემდეგ 9 გოლი არსად გასულა, თუმცა EURO 2020-ის დროს ესპანეთმა ხორვატიას 5-3 სძლია და რეკორდამდე ერთ გოლი დააკლდათ.

ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - 2000 წელს ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა იუგოსლავიას 6-1 მოუგო. 5-0 ანგარიშით 4 გუნდს აქვს მხოლოდ მოგებული.

ყველაზე მეტი გოლი ისტორიაში - კრიშტიანუ რონალდუს ტურნირის ბომბარდირია. მას 5-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული და ჯამშ 14 გოლის გატანა შეძლო.

ყველაზე მეტი გოლი ერთ ევროპის ჩემპიონატზე - 1984 წელს პლატინიმ 9 გოლი გაიტანა და ზედიზედ 5 მატჩში შეძლო მეტოქის კარის აღება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაშნ მხოლოდ და მხოლოდ 8 გუნდი მონაწილეობდა ტურნირზე. 6 ზე მეტი გოლიც კი არავის აქვს გატანილი ამ ჩემპიონატის ერთ სეზონში.

ყველაზე მეტი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე - კრიშტიანუ რონალდუ მორიგ რეკორდს ფლობს, მან ჯამში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იგი ამ რიცხვს კიდევ გაზრდის, რადგან EURO 2024-ზეცაა გამოძახებული.

ყველაზე მეტჯერ მიღებული მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე
- პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის EURO 2024 მე-6 იქნება, რაც არასდროს არავის მოუხერხებია.

ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი - ივიკა ვასტიკი - იგი 38 წლისა და 257 დღის გახლდათ.

ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი - უნგრეთის მეკარე 40 წლისა და 86 დღის იყო, როცა ევროპის ჩემპიონატზე მიიღო ბოლოს მონაწილეობა. პეპეს აქვს საშუალება, რომ ეს რეკორდი გააუმჯობესოს.

ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი - ჯოან ვონლანთენი - იგი 18 წლისა და 141 დღის გახლდათ, როდესაც ევრო 2024-ზე საფრანგეთს შვეიცარიის მაისურით გაუტანა.

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი - ევრო 2020-ზე კასპერ კოზლოვსკი. იგი 17 წლისა და 246 დღის გახლდათ.

ყველაზე სწრაფი გოლი - დიმიტრი კირიჩენკომ საბერძნეთს 2004 წელს 65 წამში გაუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი