საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა რაგბიში ინგლისის წინააღმდეგ მარცხი განიცადა. ასაკობრივმა ნაკრებმა 7:31 წააგო.
აღნიშნული შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპს მიეწერება და რიგით პირველი იყო. ნაკრებს ლადო კილასონია წვრთნის.
ინგლისელები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და ეს ყველაფერი საბოლოო ანგარიშზეც აისახა. ქართველებმა პირველი ლელო 24-ე წუთზე მიიღეს, მას შემდეგ კი ანგარიში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშსა და კეიპტაუნში ჩატარდება.