რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრა "ატალანტასა" და "ნაპოლის" შორის, ანგარიშით 1:2.
აღსანიშნავია, რომ მე-20 წუთისთვის სტუმრები ლუკმენის გატანილი გოლის წყალობით იგებდნენ, თუმცა ჯერ ოსიმენმა, ხოლო შემდეგ ელმასმა მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტეს.
90 წუთის შემდეგ, SofaScore-მა ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. ყველაზე მეტი (7.5) ქულა "ნაპოლის" ფორვარდს ვიქტორ ოსიმენს ერგო, რომელიც სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით და 2 საგოლე გადაცემით.