მამუკა გორგოძე: "საქართველოს შემდეგ, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა" » სპორტის ხაზი

მამუკა გორგოძე: "საქართველოს შემდეგ, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა"

მამუკა გორგოძე: "საქართველოს შემდეგ, ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა"
3-06-2024, 14:10
Aa Aa
გაზიარება:

იუთუბ არხ "ლაი ლაიზე" სტუმრად იმყოფებოდა ყოფილი მორაგბე, მამუკა გორგოძე, რომელმაც წამყვანებთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

როგორც ქართული რაგბის ლეგენდამ თქვა, მისთვის საქართველოს შემდეგ მეორე სამშობლო საფრანგეთია, რომლის მოქალაქეობაც გორგოძეს უკვე მიღებული აქვს.

ჩემი მეორე სამშობლო საფრანგეთია. ჩემს ზოგიერთ მეგობარს უთქვამს, რომ საფრანგეთი მენატრებაო. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ მენატრება, თუმცა მათი სადღეგრძელოც კი მაქვს დალეული და მადლობა ამ ქვეყანას, რაც კი რამ ჩვენთვის გაუკეთებიათ.

ჩემი ბავშვებიც კი ყოველთვის საფრანგეთს ქომაგობენ თამაშების დროს. მაგარი ქვეყანაა და ყოველთვის მითქვამს, რომ კულტურით თუ რით, პირველია ევროპაში.

- თქვა მამუკა გორგოძემ, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში აქვს გატარებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი