როგორც იცით, გუშინ "პსჟ"-მ "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.
გუშინ ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ქართველი ფეხბურთელი პარიზულ გრანდში გადასვლას დათანხმდა, მაგრამ ნეაპოლელებს მისი გაშვება არ სურთ.
ცნობილი იტალიური გამოცემა "Corriere dello Sport" იუწყება, რომ დღეს ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი და "ნაპოლის" სპორტული დირექტორი მანა ერთმანეთს მილანში შეხვდნენ.
იტალიური კლუბის მხარემ და ანტონიო კონტემ ("ნაპოლის" მომავალი მწვრთნელი) კვარაცხელიასთვის წასვლის გადაფიქრება სცადა და, როგორც წყარო იუწყება, მათ ეს მოახერხეს.
თუმცა პარიზელები კიდევ შეეცდებიან ქართველი ფეხბურთელისთვისა და "ნაპოლისთვის" უფრო სარფიანი წინადადების შეთავაზებას.