კონტეს მეგობარი : "კონტესთან ერთად ახალ კვარაცხელიას ვიხილავთ" » სპორტის ხაზი

კონტეს მეგობარი : "კონტესთან ერთად ახალ კვარაცხელიას ვიხილავთ"

კონტეს მეგობარი : "კონტესთან ერთად ახალ კვარაცხელიას ვიხილავთ"
31-05-2024, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში, ანტონიო კონტეს მეგობარმა, მიკელე პადოვანიმ ნაპოლისთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა:

"კვარაცხელია განსაკუთრებული მოთამაშეა და რა თქმა უნდა კონტეს ის ძალიან მოსწოს. დარწმუნებული ვარ კონტესთან ერთად ხვიჩა განვითარდება და სხვა ფეხბურთელი გახდება.

დი ლორენცოს დარჩენა კონტეს ძალიან სურს, რადგან სამ ცველიან ტაქტიკაში კაპიტანი იდეალურად ჩაჯდებოდა.

ვიქტორ ოსიმენისგან მიღებული ფინანსური სარგებელი კი გუნდს რამდენიმე კარგი ფეხბურთელის ყიდვაში დაეხმარება
"


შეგახსენებთ, რომ სულ მალე ანტონიო კონტეს ტრანსფერი პარტენოპეიში დადასტურდება. რაც შეეხება ხვიჩას, მიუხედავად პსჟ-ს 100-მილიონიანი წინადადებისა, იტალიური კლუბი ქართველი გაყიდვას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი