"ჩვენი მიზანი მხოლოდ სკუდეტოს მოგება არაა" | ვიქტორ ოსიმენი » სპორტის ხაზი

"ჩვენი მიზანი მხოლოდ სკუდეტოს მოგება არაა" | ვიქტორ ოსიმენი

"ჩვენი მიზანი მხოლოდ სკუდეტოს მოგება არაა" | ვიქტორ ოსიმენი
20-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური ნაპოლისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss Napoli-სთან მცირედი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის "პარტენოპეის" გეგმებზე ისაუბრა:

წაგება კოპა იტალიის 1/8 ფინალში - "კრემონეზესთან დავმარცხდით, თუმცა წაგებაც ფეხბურთის ნაწილია. ახლა ფოკუსირებულები ჩემპიონატის მომდევნო მატჩზე ვართ, რომელიც სალერნიტანასთან გველის. ფეხბურთი ასეთი სპორტია, ყველაფერი სწრაფად ვითარდება და რთულია, რომ მუდმივად წარმატებას აღწევდე. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ დაბრუნება მალევე შეგვიძლია."

ტურინის იუვენტუსის განადგურება - "იუვენტუსის დამარცხებით დასამახსოვრებელი და გამორჩეული საღამო შევქმენით. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც მარადონას ტრიბუნებზე გახარებულ ტიფოზებს ვხედავ. ვფიქრობ, მატჩის ყველაზე მაგარი სცენა ბოლოს ვიხილეთ, როდესაც ბედნიერი გულშემატკივრები დავინახეთ."

ნაპოლის სასეზონო მიზნები - "ჩვენი ერთადერთი მიზანი იტალიის ჩემპიონატის მოგება არ არის." - თქვა ნიგერიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას სალერნიტანას წინააღმდეგ შაბათს, 21 იანვარს 21:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი