Il mattino : "კვარაცხელიას აგენტის განცხადებას, შესაძლოა, დიდი არეულობა მოჰყვეს" » სპორტის ხაზი

Il mattino : "კვარაცხელიას აგენტის განცხადებას, შესაძლოა, დიდი არეულობა მოჰყვეს"

Il mattino : "კვარაცხელიას აგენტის განცხადებას, შესაძლოა, დიდი არეულობა მოჰყვეს"
29-05-2024, 14:04
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ირგვლივ არსებული სატრანსფერო აჟიოტაჟი გრძელდება. ვიქტორ ოსიმენისა და პიოტრ ზელინსკის შემდეგ, არ არის გამორიცხული, გუნდი ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა, ll mattino წერს, რომელიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვეს.

"ოსიმენი ტოვებს ნაპოლის, ასევე ზელინსკი და არ არის გამორიცხული, გუნდი კვარაცხელიამაც შეიცვალოს. ქართველი ფეხბურთელი, შესაძლოა, ამ ზაფხულს ამბიციური გუნდის სამიზნე გახდეს, რომელიც გაძლიერებას ცდილობს. ამ კლუბებს შორისაა პარი სენ-ჟერმენი, გუნდი, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კილიან მბაპეს დაკარგავს და გაძლიერების მიზნით მოწვეულ ფეხბურთელთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მოიაზრება.

ეს სურვილი არ უარყო ხვიჩას აგენტმა მამუკა ჯუღელმა: საუდის არაბეთის ინტერესი კვარაცხელიას მიმართ რეალობას არ შეესაბამება. არის პსჟ-ის ინტერესი და შეთავაზება, მაგრამ ყველაფერი ნაპოლისა და მისი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული
“.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარი სენ-ჟერმენმა პარტენოპეის ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა. იტალიური კლუბის წარმომადგენლების პოზიცია ჯერ უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით დე ლაურენტისი ამ წინადადებაზე უარს განაცხადებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი