მამუკა ჯუღელმა ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა და დასძინა, რომ იგი ამ ზაფხულს ფულის გამო საუდის არაბეთში გადავიდოდა.
ამ სიტყვებმა ოსიმენი აღშფოთებული დატოვა და ნიგერიელმა ისნტაგრამზე მამუკა უშვერი სიტვებით გალანძღა.
ახლახანს კი სკანდალს ოსიმენის აგენტიც გამოეხმაურა და მისი კლიენტი დაიცვა.
"ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და სხვისი კიდევ დააფასოს. არასწორია, როცა ვინმეს მომავალზე საუბრობ.
ასეთი საქციელი გაუგებარობასა და პრობლემებს ქმნის.
მამუკა ჯუღელის განცხადება საშინელი არაეთიკური და მიუღებელია.
ამ სიტყვების გამო ოსიმენს ნაპოლის ფანებთან უმიზეზოდ კონფლიქტი წარმოეშვა.
ჩვენ ახლახანს გავახანგრძლივეთ კონტრაქტი, ვიქტორი ახლა მხოლოდ ნაპოლისა და აფრიკის თასზეა კონცენტრირებული. დანარჩენი ყველაფერი ნაგავია." - ვციტირებთ რობერტო კალენდას სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ ამ ყველაფერზე კომენტარი არ გაუკეთებია.