ფაბრიციო რომანო: 'ნაპოლი ტოპ კლასის მწვრთნელის დანიშვნას უახლოვდება" » სპორტის ხაზი

ფაბრიციო რომანო: 'ნაპოლი ტოპ კლასის მწვრთნელის დანიშვნას უახლოვდება"

ფაბრიციო რომანო: 'ნაპოლი ტოპ კლასის მწვრთნელის დანიშვნას უახლოვდება"
26-05-2024, 16:40
Aa Aa
გაზიარება:

ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ თქვა, რომ ნაპოლი ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებებშია ჩართული და ყველაფერი გადამწყვეტ ფაზაშია მისული.

"აურელიო დე ლაურენტისსა და კონტეს შორის მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს და ყველაფერი ბოლოში გადის. კონტეს საკუთარი თავი არავისთვის შეუთავაზებია, რადგან ეს მას არ სჭირდება. ის უბრალოდ სწორ დროსა და შესაძლებლობას ელის და სჯერა, რომ ნაპოლის ჩაბარება სწორი გადაწყვეტილება იქნება."

"ანტონიოს ძალიან მოსწონს ქალაქი ნეაპოლი, მისი არქიტექტურა და რაც მთავარია, ის გუნდითაა მოხიბულული. კონტე არც თუ დაბალ ხელფასს ითხოვს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი გადახდა ნაპოლის პრეზიდენტს არ შეუძლია"
, - ამბობს იტალიელი ჟურნალისტი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის კონტეს გარდა კიდევ ბევრ მწვრთნელს უკავშირებენ, მაგალითად სტეფანო პიოლის, ჯან პიერო გასპერინის, ვინჩენცო იტალიანოს და სხვებს.

54 წლის სპეციალისტი ბოლოს პრემიერ ლიგაში, კერძოდ ტოტენჰემში მუშაობდა, საიდანაც ის 2023 წელს წამოვიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი