ვირტუსმა ნახევარფინალის პირველი მატჩი მოიგო - შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო » სპორტის ხაზი

ვირტუსმა ნახევარფინალის პირველი მატჩი მოიგო - შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო

ვირტუსმა ნახევარფინალის პირველი მატჩი მოიგო - შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო
25-05-2024, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალურ სტადიაზე თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ვენეციასთან პირველი შეხვედრა გამართა და მეტოქე ოვერტაიმში 103:89 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე ჯამურად 30 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 11 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა გააკეთა და 6 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.

1/2-ფინალური სერიის მეორე დაპირისპირება ხვალ, 26 მაისს კვლავ ბოლონიაში შედგება, ხოლო ფინალის საგზურის მისაღებად კი აუცილებელია, რომ გუნდმა 3 თამაში მოიგოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ წინა სეზონის ჩემპიონატი მილანმა მოიგო, რომელიც 2023/2024 წლების სეზონის ნახევარფინალშია და ბრეშას დამარცხებას ცდილობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი