5 ყველაზე ღირსეული საქციელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში » სპორტის ხაზი

5 ყველაზე ღირსეული საქციელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

5 ყველაზე ღირსეული საქციელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
24-05-2024, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

დიდი ხანია, რაც სპორტი ადამიანებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე გართობა. შესაბამისად უამრავი ადამიანის ცხოვრება ძირეულადაა დაკავშირებული სპორტთან და ხშირად თვალსასეირო სპორტული ღონისძიებების გარდა უამრავი ეპიზოდის მომსწრენი ვხდებით.

გთავაზობთ 5 ყველაზე ღირსეულ საქციელს მსოფლიო სპორტის ისტორიაში:

5. ალბათ ყველას სმენია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იკერ კასილასი. მსოფლიო ფეხბურთსის ისტორიაში მისი ღირსეული საქციელი ნამდვილად იკავებს განსაკუთრებულ ადგილს.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი იტალიას ანგარიშით 4:0-ს ამარცხებდა. შეხვედრის ბოლო გოლი 83-ე წუთზე გავიდა, რამაც იტალიელებს თამაშის სურვილი საერთოდ გაუქრო.

მატჩის მიწურულს იკერ კასილასმა შეხვედრის მთავარ არბიტრს სთხოვა, რომ შეხვედრისთვის დრო არ დაემატებინა, რათა იტალიელების მიმართ პატივისცემა გამოეჩინათ, რაზეც მსაჯი დათანხმდა და მატჩი ზუსტად 90-ე წუთზე შეწყვიტა.

5 ყველაზე ღირსეული საქციელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში



4. სიის მეოთხე შემთხვევა დაგარწმუნებთ იმაში, რომ გულშემატკივრის გარეშე სპორტის არსებობა აზრს დაკარგავდა. სტეფანო და კრისტიანო იტალიელი მამა-შვილი გახლდათ, რომლებიც რომას მთელი გულით გულშემატკივრობდნენ.

სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ "რომა" ბაიერნის დაპირისპირების შემდეგ სახლში მიმავალი მამა-შვილი ავტოავარიაში დაიღუპა. "რომას" ფეხბურთელებმა თავიანთი მხურვალე გულშემატკივრების ხსოვნას პატივი საქვეყნოდ მიაგეს.

მომდევნო შეხვედრაში ისინი გამოვიდნენ მაისურებით, რომელზეც სტეფანოსა და კრისტიანოს ფოტო იყო ამობეჭდილი.



3. მე-3 ადგილს იტალიელი ფეხბურთელი პაოლო დეკანიო იკავებს. "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" პრემიერ ლიგურ შეხვედრაში, როდესაც მასპინძლები სტუმრებს უტევდნენ, "ევერტონის" მეკარემ გამოსვლაზე თამაშისას მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა ლონდონელებმა შეტევა მაინც განაგრძეს და პასი საჯარიმოსთან მდგომ დიკანიოს გადააწოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებს შეტევის გოლში გარდასახვა სურდათ, დიკანიო მათ არ დაეთანხმა, ბურთი ხელში დაიჭირა და არბიტრს მინდორზე მწოლიარე მეტოქისკენ მიუთითა, რომელსაც დახმარება ძალიან სჭირდებოდა.



2. მომდევნო ადგილს მიროსლავ კლოზე იკავებს, რომელიც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონატის გოლეადორი იყო. კარიერის მიწურულს გერმანელმა ფორვარდმა "ლაციოს" მიაშურა, სადაც რომაელ ქომაგებს თავი კარგი თამაშის გარდა თავისი დიდებული პიროვნების მახასიათლებლების გამო შეაყვარა.

სერია ა-ს ერთ-ერთ ტურში რომაული "ლაციო" "ნაპოლის" უპირისპირდებოდა, შეხვედრის მე-4 წუთზე ნეაპოლელების კართან კუთხური დაინიშნა, რისი მოწოდებაც კლოზეს გატანილი გოლით დასრულდა.

რომაელები მსაჯს გაცხარებულები მიუთითებდნენ, რომ გოლი მიროსლავის ხელით გავიდა და გაეუქმებინა, თუმცა არბიტრი უარზე იყო. კლოზე მსაჯისა და ფეხბურთელების კამათში ჩაერია და აღიარა, რომ მეტოქის კარი თამაშის წესების დაცვით არ აუღია, რის შედეგადაც გოლი გაუქმდა.

ამ საქციელმა კლოზეს მიმართ სიყვარული როგორც თავისი, აგრეთვე მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგებსაც აუმაღლა. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა მას მადლობა გადაუხადეს და ტაშიც დაუკრეს.



1. პირველი ადგილი ქართველ ფეხბურთელ ჯაბა კანკავას უკავია, რომელმაც უკრაინის ლიგაში ოლეგ გუსეევის სიცოცხლე გადაარჩინა.

ეს უკანასკნელი შეტევის დროს დაზიანდა და ჯაბა აღმოჩნდა ის ფეხბურთელი, რომელმაც მას პირველადი დახმარება უმალვე გაუწია, რამაც მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის უდიდესი როლი შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი