გარკვეული ხნის წინ უცხოურ და ქართულ მედიაში საკმაოდ ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნს გიორგი მამარდაშვილის დამატება სურდა და როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი სრული სიმართლეა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას კარის დარაჯმა Geo Team-თან ისაუბრა და ტრანსფერის დეტალები გაიხსენა.
ახალგაზრდა მეკარის თქმით, ოჯახის გარემოცვა გერმანიაში სახლებსაც კი ათვალიერებდა, თუმცა ტრანსფერი ბოლოსკენ ფულადი გადაუხდელობის გამო ჩაიშალა, - იხილეთ ვიდეო